აქციონერები

სს „დარიალი ენერჯი“-ს აქციონერებს წარმოადგენენ შპს „ფერი“ (საქართველო), სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ (საქართველო), შპს "ენერგია" (საქართველო) და "The Robbins Company" (აშშ).

შპს „ფერი“

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც დარეგისტრირებულია და ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი ჩაჩავას ქ. #8, ვებ-საიტი: www.peri.ge ; ელ-ფოსტა: peri@geo.net.ge ;ტელ/ ფაქსი: (99532) 2 53-22-47 2 52-88-71

შპს „ფერი“ დაფუძნდა 1991 წელს. შპს „ფერი“-ს საქმიანობის სფეროა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაპროექტირება და მშენებლობა. კომპანიას ასევე აქვს გზების მშენებლობის , ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების , გვირაბების , საოფისე და საცხოვრებელი ფართების მშენებლობის გამოცდილება.
ბიზნესში მონაწილეობის 19 წლის გამოცდილებამ შპს „ფერი“-ს საშუალება მისცა, რომ ჩამოეყალიბებინა გამოცდილი და კვალიფიციური ინჟინერთა პერსონალისაგან შემდგარი გუნდი ასევე შეეძინათ მოწინავე ტექნიკური მოწყობილობები და დანადგარები. შპს „ფერი“-ს აქვს სტაბილური ლოჯისტიკური ქსელი რომელსაც შეუძლია განახორციელოს მრავალრიცხოვანი პროექტები ერთდროულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ყოველივე ზემოთხსენებულთან ერთად, მრავალწლიანი საქმიანობის შედეგად მიღებული ეფექტური საკონტრაქტო/ საპროექტო მენეჯმენტის გამოცდილებით, შპს „ფერი“-ს საშუალება ეძლევა მოახდინოს საჭირო რესურსების ოპერატიული მობილიზება და მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება.
ამჟამად შპს „ფერი“ არის BP-ის კონტრაქტორი სამშენებლო სამუშაოებში და ახორციელებს „ ბორჯომი“-ს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას. შემკვეთი არის „მუნიციპალური განვითარების ფონდი“.

2012 წლის დეკემბრის ლოკ. ვ ჰოუმ ირევოუქაბლ ტრასტი

ტრასტი, რომლის ადგილსამყოფელიც არის ოჰაიო, აშშ და რეგულირდება ოჰაიოს შტატის კანონმდებლობით.

შპს "ენერგია"

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც დარეგისტრირებულია და ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, ბელიაშვილის ქ. ნაკვეთი 4/11, საიდენტიფიკაციო კოდი # 401950037