ღვარცოფი დევდორაკის ხეობაში

2016 წლის 23 ივნისს დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილი ღვარცოფული ნაკადის გამო, მდინარე თერგმა შეიცვალა კალაპოტი და დააზიანა თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის კმ 134- კმ 135 საავტომობილო გზის 800 კმ მონაკვეთი. ამჟამად, ბუნებრივი პროცესების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

2014 წელს ორი ინტესიური ღვარცოფის შედეგად, საქართველოს მთავრობამ, დარიალი ენერჯისთან კოორდინაციით, მდინარე დევდორაკის და ამალის შესართავთან დაამონტაჟა ადრეული გაფრთხილების სისტემა- 24 საათიანი მონიტორინგი, რომელიც იძლევა ადრეულ გაფრთხილებას ბუნებრივი პროცესების შესახებ. სისტემა ავტომატურ რეჟიმში ზომავს ნალექის რაოდენობას, ტემპერატურას და ატმოსფერულ წნევას. მოპოვებული ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში გადაეცემა ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენის გაფრთხილების მიზნით.

გაფრთხილების გავრცელების მექანიზმა და დარიალი ენერჯის მონიტორინგმა დროულად და საიმედოდ უზრუნველყო დარიალი ჰესის პერსონალის უსაფრთხოება. საგანგებო სიტუაციის დროს, დარიალი ენერჯიმ სრულფასოვნად ითანამშრომლა შესაბამის ორგანოებთან, რაც წარმატებულად აისახა ადგილმდებარეობის ევაკუაციაზე, ადგილი არ ჰქონია გზატკეცილზე, პროექტზე მომუშავე მუშაკების, ადგილობრივი მოსახლეობის პერსონალური უსაფრთხოების ინციდენტებს.

ავტომატურმა მეტეოროლოგიურმა სადგურმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მაღალტექნოლოგიური გაფრთხილების სისტემის მნიშვნელობას მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის- სიგნალი გადაეცა რამდენიმე წუთით ადრე, წარმატებით განხორციელდა ადამიანთა ევაკუაცია.

დღეის მდგომარეობით, დარიალი ჰესის ტექნიკურ ნაგებობებზე არ შეინიშნება დაზიანება, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დროებით შეწყვეტილია ყველა სამონტაჟო სამუშაო.

სახელმწიფოს მიერ გზის აღდგენითი სამუშაოების დასრულებისთანავე, ყველა შესაბამისი სამუშაო აღდგენილი იქნება დარიალი ენერჯის მიერ.