ნახშირბადისგან ნეიტრალური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საპილოტე პროგრამა საქართველოში

დარიალი ჰესის პროექტი წარმოადგენს პირველს ენერგო-პროექტს საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს კარბონ ნეიტრალურ მშენებლობას. პროექტი მოიცავს ტყის მასივების გაშენების კომპონენტს, რომლის მიზანია პროექტის მთლიანი მიმდინარეობისას წარმოქმნილი გამონაბოლქვის სრული კომპენსირება მცენარეების მიერ ნახშირბადის შთანთქმის გზით. ამასთან, ტყის მასივების აღდგენის პროგრამას გააჩნია პოტენციალი, გახდეს ნახშირბადისგან თავისუფალი მშენებლობის პირველი პროექტი საქართველოში და პირველი ასეთი პროექტი EBRD-თვის ყველა რეგიონში.

ტყის გაშენების პროექტის განხორციელების მიზნით კომპანია თანამშრომლობს ავსტრიის ბუნებრივი რესურსების და საბუნებისმეტყველო მეცნიერების უნივერსიტეტთან (BOKU). ავსტრიელ სპეციალისტთა ჯგუფი, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, აქტიურად სწავლობენ ყაზბეგის ადგილმდებარეობას, ატარებენ საველე სამუშაოებს და სხვა საკონსულტაციო ღონისძიებებს.

"დარიალი ენერჯიმ" აიღო ვალდებულება ნებაყოფლობით საფუძველზე დაფაროს აღნიშნული კომპონენტის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, შემდეგი მიზნებით:

  • პროექტის მთლიანი მიმდინარეობისას (მშენებლობა და ექსპლუატაცია) წარმოქმნილი ნახშირბადის ადგილობრივი კომპენსირება მცენარეების მიერ ნახშირბადის შთანთქმის გზით;
  • ბიომრავალფეროვნების აღდგენა და გაუმჯობესება;
  • ნიადაგის აღდგენა და ეროზიის კონტროლი იმ ტერიტორიების შერჩევის გზით, რომლებიც კვლავ ექვემდებარება ტყის მასივების გაშენებას, კლიმატური ცვლილებებისადმი ადაპტაციის და შენობის მდგრადობის/დრეკადობის გათვალისწინებით და
  • ადგილობრივი სამუშაოების და როგორც სამეწარმეო, ისე არასამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ხე-ტყის პროდუქციასთან დაკავშირებული სოციო-ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა.

საპილოტე პროგრამა განკუთვნილია EBRD-ის გარემოს დაცვის და სოციალური პოლიტიკის (2014), ასევე ენერგო სექტორის სტრატეგიის (2013), საქართველოსთან დაკავშირებული სტრატეგიის (2013) და მდგრადი ენერგო ინიციატივის და მდგრადი რესურსების ინიციატივის მიზნების და ამოცანების უზრუნველყოფისათვის.

პროექტის საერთო მიზანს წარმოადგნეს, ყაზბეგის ტერიტორიაზე, ტყის მასივების გაშენების პროექტთან დაკავშირებული, ადვილად განხორციელებადი გეგმის შემუშავება.

ტყის მასივების გაშენების პროექტი ემსახურება შემდეგ მიზნებს:

  • დარიალი ჰესის მიერ წარმოქმნილი ნახშირბადის მინიმუმ 100%-ით კომპენსირება მცენარეების მიერ ნახშირბადის შთანთქმის გზით;
  • მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო გავლენის მოხდენა (i) ბიომრავალფეროვნების აღდგენის, (ii) ეროზიის კონტროლისა და (iii) სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით;

პროექტი ხელს შუეწყობს კლიმატის ცვლილების და ჰიდროენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებული პოლიტიკის უფრო ფართო განხილვას მათ შორის რეკომენდაციებს შემუშავებას შემდეგ საკითხებზე:

• კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაცია და გამძლეობა;

• კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსების ხელმისაწვდომობა.

სამუშაოების მოცულობა ითვალისწინებს:

  • მონაცემების შეგროვება და ტექნიკური შეფასება;
  • ტყის მასივების გაშენების პოტენციალის, გარემოს დაცვითი და სოციალური რისკების და სარგებლის პრაქტიკური განხორციელებადობა;
  • დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა და ორგანიზაციული და სამართლებრივი დასაბუთება;
  • ტყის მასივების გაშენების პროგრამის გეგმა;

ტყის მასივების გაშენების საპილოტე პროექტის განხორციელებისას შემუშავებული კონცეფცია და მიდგომა მიმართული იქნება იმ მოდელის ფორმირებაზე, რომელიც შესაძლოა EBRD-მა გამოიყენოს სხვა ჰიდროელექტროსადგურების პროექტებთან მიმართებაში.

პროექტის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანიამ წარმატებით დანერგა 10 კგ ნერგი დაახლოებით 2000 კვ. მ ფართობზე, შემდგომი ტყის გაშენების მიზნებისთვის.