დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა

სს "დარიალი ენერჯი" იწვევს დაბა ყაზბეგის ადგილობრივ მოსახლეობას, საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებს და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეებს საჯარო განხილვაზე დასასწრებად შემდეგ საკითხებზე:

  • ინფორმაცია დარიალი ჰესის პროექტის შესახებ;
  • ყავისფერი კალმახი და წყლის ბიომრავალფეროვნება მდინარე თერგზე;
  • მდინარე თერგის ჰიდრომორფოლოგია და ჰიდროლოგია და შემარბილებელი ზომები;
  • თევზასავალის დათვალიერება და მისი ფუნქციონირების ახსნა.

დარიალი ჰესის და წყლის ბიომრავალფეროვნების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ სს "დარიალი ენერჯი"-ს თანამშრომლები და „ბლუ რივერს გარემოსდაცვითი კონსალტინგი-კიევში, უკრაინა.

საჯარო განხილვა ჩატარდება 2017 წლის 30 აპრილს, 11:00 საათზე, დარიალი ჰესის სათავე ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ეკა კიკაძე, სს დარიალი ენერჯი e.kikadze@darialienergy.ge

ოლიონა მარუშევსკა, „ბლუ რივერსგარემოსდაცვითი კონსალტინგი“ bluerivers.ukraine@gmail.com