კომპანია

დარიალი ენერჯი-ჰიდროელექტროსადგურის წარმატებული პროექტი საქართველოში

  • 2010 წლის დეკემბერში დაარსდა შპს „დარიალი ენერჯი“ რომლის მიზანსაც წარმოადგენდა დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელება ყაზბეგში.
  • კომაპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 100’000 აშშ დოლარს. (ფერი - 70%, Robbins – 30%).
  • 2013 წლის აგვისტოს მდგომარეობით კომპანიის კაპიტალი გაიზარდა 43’333’333 აშშ დოლარამდე (ფერი - 31%, Robbins – 23%, GEDF – 23%, ენერგია - 23%).
  • კომპანიამ განახორციელა საქართველოში პირველი Project Financing EBRD-ს დაფინანსებით - მოიპოვა სესხი 80’000’000 აშშ დოლარი, პროექტი წარმოადგენს წარმატებულ საზოგადოებრივი კერძო პარტნიორობის პირველ პროექტს საქართველოს ენერგო-სექტორში.
  • დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა 2016 წელს. 2016 წლის 4 ნოემბრიდან კომპანიამ დაიწყო ოპერირება სატესტო რეჟიმში. 2016 წლის 29 დეკემბერს კომპანიამ მოიპოვა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია და 2016 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყო კომერციული ოპერირება.
  • ამჟამად კომპანიის აქციონერებს წარმოადგენენ: შპს „ფერი“ (ს/კ 211352187) კომპანიის აქციების 30.07 % მფლობელი; შპს „ენერგია“ (ს/კ 401950037) კომპანიის აქციების 47.37 % მფლობელი; „რობინს კომპანი“ (ოჰაიოს შტატი, ქ. სოლონი, ჰოლ სტრიტი 29100), კომპანიის აქციების 22.56 % მფლობელი;
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის თანახმად, პროექტს მიენიჭა „A“ კატეგორია. კატეგორიზაცია უმთავრესად ეფუძნება შემოთავაზებული პროექტის კონკრეტულ ადგილმდებარეობას და ზოგადად საქართველოში ჰესების განვითარებასთან დაკავშირებულ სენსიტიურ გარემოს;
  • EBRD-ს სესხის დამტკიცებამდე კოპანიამ აქტიურად გამოიყენა შიდა (უფრო ძვირი) რესურსი, რომ მაქსიმალურად შეწყობოდა ხელი პროექტის განვითარებას და TBC ბანკიდან შეძლო მიეღო სესხი 29’500’000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც შემდგომ გადაიფარა EBRD-სგან მიღებული სესხით.
  • კომპანიას ემსახურება უმაღლესი ევროპული დონის ისლანდიური პროექტანტული კონგლომერატი (Landsvirkjun Power & Verkis), რომელიც ახორციელებს პროექტის ტექნიკურ ზედამხედეველობას და სამშენებლო პროექტის მომზადება-იმპლემენტაციას.
  • სამშენებლო და ელექტრომექანიკური კონტრაქტები შესრულებულია FIDIC სტანდარტების მიხედვით, რაც მაქსიმალურად გამჭვირვალეს და ეფექტურს ხდის დამსაქმებელ-შემსრულებლის ურთიერთობას.
  • სამშენებლო და ელექტრომექანიკური სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადდა ტენდერები, რომლის დროსაც კომპანიას კონსულტაციას უწევდა Landsvirkjun Power & Verkis. ელექტრომექანიკური სამუშაოების ტენდერებში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა. აღნიშნული პროცესის დროს ისინი იმყოფებოდნენ საქართველოში და ჩატარდა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი.
  • დარიალის ჰიდროელექტროსადგურს ელექტრომექანიკური დანადგარებით უზრუნველყოფს ავსტრიული კომპანია Andrtiz Hydro, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიას აღნიშნულ სფეროში მსოფლიო ბაზარზე.
  • რობინს კომპანი-ერთ-ერთი მოწინავე ამერიკული გვირაბგამყვანი და მიწისქვეშა სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია ახორციელებს დარიალი ენერჯის გვირაბის მშენებლობას;
  • 2011 წელს კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა იმპლემენტაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად დარიალი ენერჯიმ იკისრა დარიალის ჰიდროელექტროსადგურის აშენების და ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულება ;
  • 2012 წელს გაფორმდა ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეჩერიზაციის ხელშეკრულება, დარიალი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემის შესახებ საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით;

  • კომპანიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან (ესკო) ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ, ოპერირების დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში.
  • 2015 წელს კომპანიას, საქართველოს მთავრობას და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შორის გაფორმდა საქართველოს ტერიტორიაზე 110 კვ-იანი გადამცემი ხაზის რეაბილიტაციასთან, განვითარებასთან, მშენებლობასთან, მფლობელობასა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხელშეკრულება.
  • კომპანიამ წარმატებით დაარეგისტრირა დარიალის ჰიდროელექტროსადგური გაეროს სუფთა განვითარების მექანიზმის საბჭოში, რაც კომპანიას მოუტანს დამატებით შემოსავალს ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ.
  • დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს ტექნიკურ აუდიტს უტარებდა გერმანული კომპანია Fichtner, ხოლო ამჟამად ამ სამუშაოს ასრულებს შვეიცარული კომპანია Stucky.
  • კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მინიმუმდე დაიყვანოს გაუთვალისწინებული შემთხვევებიდან მომდგარი ზარალი და კონტრაქტორების მიერ განხორციელუბული სამუშაოები მთლიანად დაზღველია სადაზღვევო კომპანია GPI-ს მიერ.
  • კომპანიის ფინანსური სისტემა არის მთლიანად გამჭვირვალე და კომპანიას სამუშაოს დაწყებიდან მოყოლობული ფინანსურ აუდიტს უტარებს აუდიტორული კომპანია EY.
  • კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მინიმუმდე დაიყვანოს გარემოს ზემოქმედბის რისკი და აღნიშნულ სფეროში ჩართული ყავს უცხოელი კონსულტანტები. დარიალის ჰიდროელექტროსადგურს ექნება უმაღლესი დონის თევზსავალი, რომელიც მაქსიმალურად ბუნებრივ პირობებს შეუქმნის ადგილობრივი მდინარის იქტიოფაუნას. კომპანიისათვის მნიშვნელოვანია წყლის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ამ მიზმით შემუშავდა „წყლის ბიომრავალფეროვნების კვლევისა და მონიტორინგის პროგრამა“ უკრაინული გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანია „ბლუ რივერსის“ მიერ.
  • პროექტს გააჩნია პოტენციალი იყოს პირველი ენერგო-პროექტი საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს კარბონ ნეიტრალურ მშენებლობას. კომპანია ამჟამად ავითარებს ტყის განაშენიანების პროექტს, რომელიც დამატებით სარგებელს მოუტანს ადგილობრივ ეკო სისტემას, რაც მოიცავს ტყის მასივების გაშენების კომპონენტს, რომლის მიზანია პროექტის მთლიანი მიმდინარეობისას წარმოქმნილი გამონაბოლქვის სრული კომპენსირება მცენარეების მიერ ნახშირბადის შთანთქმის გზით. ამასთან, შესაბამის უწყებებთან ერთად ტყის მასივების აღდგენის პროგრამას გააჩნია პოტენციალი, გახდეს ნახშირბადისგან თავისუფალი მშენებლობის პირველი პროექტი საქართველოში და პირველი ასეთი პროექტი EBRD-თვის ყველა რეგიონში.

  • დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტმა მოიპოვა ევროპაში 2014 წლის საუკეთესო წყლის პროექტის ჯილდო ჟურნალ EMEA Finance-ს მიერ ლონდონში გამართულ ცერემონიაზე.
  • დარიალის ჰიდროელექტროსადგური ეს არის ელექტრო ენერგიის გამომუშავებით მეოთხე ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, რაც გახლავთ დიდი ნაბიჯი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებისკენ.
  • კომპანიაში მუდმივად დასაქმებული იქნება 50-60 ადამიანი.
  • პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს სრულად დაცულ გარემოსდაცვით სტანდარტებსა და ნორმებს.
  • დარიალის ჰიდროელექტროსადგური გამოიწვევს ყოველწლიურად 250’000 ტონაზე მეტი სათბურის გაზების შემცირებას.
  • დარიალის ჰიდროელექტროსადგური ყოველწლიურად ახორციელებს საკმაოდ მნიშვნელოვან შენატანს ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით.
  • კომპანია ჩართულია სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში (მაგალითად ასპონსორებს ყაზბეგის ბავშვთა რაგბის გუნდს).