ღვარცოფი დევდორაკის ხეობაში

2014 წლის 20 აგვისტოს 22:00 საათზე, დარიალის ხეობაში, მდინარე თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების ადგილას ჩამოწვა ღვარცოფი. 21 აგვისტოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ჰიდროგეოლოგების, გეოლოგების და გლაციოლოგების ჯგუფმა შემოამოწმეს მყინვარწვერი დარიალის ხეობაში, მდინარე დევდორაკის და ამალის ხეობებში და მიმდებარე ტერიტორიებზე. ჰიდროლოგებმა და გეოლოგებმა ბუნებრივი პროცესის პირველადი შეფასება მოახდინეს და განსაზღვრეს რისკები, რომლის მიხედვითაც არ გამოვლენილა რაიმე სახის გართულებები და დეფორმაციები. მდინარე თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების ადგილას, ღვარცოფი გამოიწვია ინტენსიურმა ნალექმა, რის გამოც გააქტიურდა 2014 წლის 17 მაისს წარმოქმნილი ღვარცოფის შედეგად დარჩენილი მასალა. სპეციალისტები ახორციელებენ უწყვეტ მონიტორინგს არა მარტო ხეობაში, არამედ მყინვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამიტომ, დევდორაკის ხეობაში ადრინდელი ღვარცოფის (2014 წლის 17 მაისს) დროს დარჩენილი მასა (მასალა) დაიძრა უხვი ნალექის შედეგად. არ არის დაფიქსირებული (შემჩნეული) მეწყერის ახალი მონაკვეთები. ღვარცოფის შედეგად ჩამონატანი მასალის მოცულობა დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრია.

გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სპეციალისტების მონაცემებით, ისევე როგორც ყველა ხევისთვის, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ღვარცოფი, დევდორაკის ხეობაც ხასიათდება პერიოდული აქტივაციით, თუმცა შეუძლებელია სტიქიური უბედურებების კონკრეტული დროის პროგნოზირება რადგან ის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ატმოსფერულ ნალექებზე.

დევდორაკის მწვერვალზე განვითარებული ბუნებრივი მოვლენის გარემოებების განსაზღვრის მიზნით, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტოს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნა სპეციალისტების საგანგებო ჯგუფი. ჯგუფის წევრებმა ვიზუალურად დაათვალიერეს დევდორაკის მწვერვალი. მონიტორინგის შედეგად, დევდორაკის მწვერვალზე ჯერ კიდევ არსებობს ბუნებრივი პროცესების გააქტიურების საფრთხე. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 24 საათიანი მონიტორინგის განხორციელების შესახებ, რომელიც ბუნებრივი პროცესების შესახებ ადრეული გაფრთხილების საშუალებას მისცემს. დამატებით, მდინარე დევდორაკის და ამალის შესართავთან დამონტაჟდება ავტომატური მეტეოლოგიური სადგური, რომელიც ავტომატურ რეჟიმში გაზომავს ნალექის რაოდენობას, ტემპერატურას და ატმოსფერულ წნევას, მოპოვებულ ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში გადასცემს გარემოს დაცვის სააგენტოს ცენტრალურ ოფისს. გარდა ამისა, შემუშავდა და დასრულდა ტექნიკური დავალება, იმ თანამედროვე აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული გაფთხილების სისტემის მუშაობას ონლაინ რეჟიმში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე მიმდინარეობს პროცედურები ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით ევროპის წამყვანიკომპანიებიდან