EMEA Finance საფინანსო პროექტების დაჯილდოვება 2014

2014 წლის EMEA Finance საფინანსო პროექტების დაჯილდოვების ცერემონიაზე, ჯილდო მიენიჭა სააქციო საზოგადოება "დარიალი ენერჯის", ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წყლის საუკეთესო პროექტის განხორციელებისთვის, კერძოდ დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის საქართველოში. დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ფინანსირებაში აღიარებულ იქნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერა, ხოლო TBC ბანკს მიენიჭა EMEA საფინანსო პროექტის ორი ჯილდო- დარიალის ჰიდროელექტროსადგურის და რეგიონში საუკეთესო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტის-აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის განვითარების ხელშეწყობისთვის.

დარიალი ჰესის პროექტის მიზანია 108 მგვტ-იანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მდინარე თერგზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში, რომლის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 120 მილიონ აშშ დოლარს. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ხორციელდება დარიალი ენერჯის მიერ, რომლის აქციონერებს წარმოადგენენ შპს "ფერი", შპს "ენერგია", "რობინს კომპანი" და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი”.

საქართველოს დელეგაციამ განიხილა ქვეყნის მზარდი შესაძლებლობები პროექტის ფინანსურ ბაზარზე. საქმიანი წრეების ფორუმზე (Dealmakers Forum), რომელიც გაიმართა EMEA-Finance ჟურნალის მიერ ლონდონის Pall Mall-ის “One Whitehall Place"-ში, წარმოდგენილი იყო შემდეგი დელეგაცია: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი-დავით მანაგაძე, უფროსი ბანკირი, სს „დარიალი ენერჯი“-ზურაბ ალავიძე, გენერალური დირექტორი, “თი ბი სი ბანკი”-გურამ გოცაძე და ირაკლი დიასამიძე, უფროსი კორპორატიული ბანკირები.

მთავარი აღმასრულებელი და საინვესტიციო ბანკირებისაგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე განხილული იყო დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მიმდინარე მშენებლობა, რომლის შედეგადაც განხორციელდება 108 მგვტ-იანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. დარიალის პროექტის დაფინანსება შეადგენს 80 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 120 მილიონ დოლარს.

"საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა და ჩვენ გვიწვევს უამრავი ინფრასტრუქტურულ საჭიროებასთან გამკლავება",-განაცხადა ზურაბ ალავიძემ. ჩვენი მთავარი შესაძლებლობები არის ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სექტორში. დარიალის პროექტი წარმოადგენს პირველი საზოგადოებრივი კერძო პარტნიორობის [PPP] პროექტს საქართველოში, რომლის ოთხი აქციონერიდან, სამი ქართული კომპანიაა-შპს "ფერი", სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" და შპს "ენერგია".