დარიალის ჰიდროელექტროსადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი, 108 მგვტ სიმძლავრის “დარიალი ჰესის“ საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა 2017 წლის 8 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, „დარიალი ჰესის“ ტერიტორიაზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ და მთავრობის მაღალი რანგის მქონე თანამდებობის პირებმა. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სართაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები, კერძო კომპანიები და მედია.

დარიალი ჰესი არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტორსადგურის პროექტი, რომელიც განხორციელდა 1991 წლიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ და ელექტროენერგიის გამომუშავებით მეოთხე ჰიდროელექტროსადგური საქართველოში.

დარიალის ჰიდროელექტროსადგური წარმოადგენს დიდ გადადგმულ ნაბიჯს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებისკენ.