დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა დარიალი ჰესზე

დარიალი ენერჯი აგრძელებს დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმით განსაზღვრულ საინფორმაციო შეხვედრებს. მიმდინარე წლის ივლისში კომპანიამ მოიწვია ყაზბეგის რაიონის ადგილობრივი მოსახლეობა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტის შესახებ, მონაწილეებმა დაათვალიერეს ჰესის ინფრასტრუქტურა, გაეცნეს ჰესის ოპერირების სპეციფიკას.