საჯარო დოკუმენტები

2014 წლის 20 იანვრიდან, სს "დარიალი ენერჯი" იწყებს დარიალის 108 მგვტ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების და სხვადასხვა დაკავშირებული კვლევების გამოქვეყნებას.

ვებ-გვერდზე ატვირთული დოკუმენტების გარდა, პროექტთან დაკავშირებული ანგარიშები, დაინტერესებული მხარეთათვის, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:

  • ნაბეჭდი ვერსია- სს "დარიალი ენერჯი"-ს ადგილობრივ ოფისში, მის: საქართველო, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ლარსის გამშვებ პუნქტთან არსებული დარიალი ჰესის სამშენებლო ბანაკი;
  • ნაბეჭდი ვერსია- სს "დარიალი ენერჯი"-ს ცენტრალური ოფისი, მის: საქართველო, თბილისი, ბესიკის ქ. 4, ოფისი 206, 0108;
  • ნაბეჭდი ვერსია-საქართველო, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა, მის: დაბა სტეფანწმინდა, ყაზბეგის ქ. 1;
  • ნაბეჭდი ვერსია- EBRD თბილისის ოფისი- საქართველო, თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 6 (მწვანე შენობა- 4-5 სართული) 0102;
  • www.ebrd.com
ანგარიშების გამოქვეყნებიდან, 60 დღის განმავლობაში, სს "დარიალი ენერჯი" მზად არის მიიღოს და განიხილოს საზოგადოების წარმომადგენლების შენიშვნები და მოსაზრებები, რომლებიც წერილობითი სახით იქნება წარმოდგენილი. შენიშვნების და მოსაზრებების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2014 წლის 10 მარტი შემდეგ მისამართებზე:
სს "დარიალი ენერჯი"- ადგილობრივი ოფისი, მის: საქართველო, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან არსებული დარიალი ჰესის სამშენებლო ბანაკი, ასევე სს "დარიალი ენერჯი"-ს ცენტრალური ოფისი, მის: საქართველო, თბილისი, ბესიკის ქ. 4, ოფისი 206, 0108
დოკუმენტაცია ასევე ხელმისაწვდომია EBRD-ის ვებ-გვერდზე: http://www.ebrd.com/english/pages/project/eia/45542.shtml
გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები.