პროექტის შესახებ

სს დარიალი ენერჯი ახორციელებს ყაზბეგში, მდინარე თერგზე, დარიალი ჰესის მშენებლობას. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ყაზბეგის რეგიონში, მდინარე თერგზე, დინების მიმართულებით ზღვის დონიდან 1729 მეტრის სიმაღლეზე 108 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას/ ოპერირებას. ჰიდროელექტროსადგური აგროვებს წყლის ნაკადს მდინარე თერგიდან და მიმართავს მას დერივაციული გვირაბით გენერალურ ნაგებობამდე, რომელიც განთავსებულია ზღვის დონიდან 1334 მეტრზე, 1,2 კმ-ში რუსეთ-საქართველოს საზღვართან. ჰესის წლიური სტაბილური გამომუშავება შეადგენს 500 მლნ კვ/სთ-ს, საიდანაც დაახლოებით 70% ენერგია წარმოებული იქნება ზაფხულის თვეებში (მაისი-ოქტომბერი). პროექტი ითვალისწინებს დარიალის ელექტროსადგურის ქვესადგურის კავშირს ეროვნულ ქსელთან, დარიალის 110 კვტ გადამცემი ხაზით. პროექტის მშენებლობის ხანგრძლივობაა 4,5 წელი და ექსპლუატაციის პერიოდის დაწყების შემდგომ ჰესის ამორტიზების მოსალოდნელი პერიოდი იქნება 40 წელი. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიცია შეადგენს 123 მილიონ აშშ დოლარს.